დამრიგებლის მოვალეობები

 სადამრიგებლო პროგრამა

მოსწავლეების ჯგუფებად გადანაწილება ე. წ. სადამრიგებლოებად ხდება კლასების მიხედვით; თითოეულ კლასს ჰყავს ერთი.  დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექცია.
1.სადამრიგებლო საუბრები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:
1. ზნეობრივი აღზრდა
2. უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება
3. პიროვნული და მორალური განვითარება
4. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
5. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ
სადამრიგებლო საუბრები შეიძლება შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. მაგ., ექსკურსიაზე.
2.დამრიგებლის მოვალეობები
1.       მოსწავლის დახმარება აკადემური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში.
2.       სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ  გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ
3.       თუ მოსწავლე სკოლას აცდენს ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი
4.       დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგანის მასწავლებელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს თთოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრსით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
  მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, საკლასო  ჟურნალის წარმოებაზე.
2.       დამრიგებელი პასუხისმგებელის მოსწავლეთა ფორმიანობაზე.
3.       დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს. გააკონტროლოს სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანის და დაბრუნების ფაქტი. სისტემატურად ჩაატაროს სააღმზრდელო საათები და კლასის ღონისძიებები. დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სკოლის სიახლეები.
4.       იზრუნოს კლასის პორტფოლიოზე (თითოეული მოსწავლის პირადი საქმე, დახასიათება, აკადემიური მოსწრება, უნარ-ჩვევებისა და ყოფაქცევის დაფიქსირება);
5.       შინაგანაწესის დამრღვევ მოსწავლეს გაფრთხილების მიცემისას ჩამოართვას ახსნა-განმარტება წერილობით, ხელმოწერით დამოწმებული;
6.       სამუშაო დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს თავის კლასს, იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებასა და წესრიგზე, თვალყური ადევნოს დასვენების დროს (აღმზრდელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას სკოლის შენობასა და ეზოში ბავშვების ყოფნისას დირექციის მიერ დადგენილი წესები, თვალყური ადევნოს ბავშვებს ყოველ დასვენებაზე);
7.       აკადემიური ჩამორჩენის ან მოსწავლის ქცევის წესების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში აცნობოს მშობელს, მიმართოს სკოლის მოძღვარს დახმარებისთვის, რათა დაადგინოს და დროულად აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემები.

Comments