მშობელთა კრების ოქმები
სსიპ თელავის
მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის
VIII კლასის მშობელთა კრების
ოქმი N 1
თელავი, ლაფანყური
30. 09. 2022 წ.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
|
N |
მშობლის სახელი, გვარი |
|
1 |
ნათელა ნარიმანაშვილი |
|
2 |
ლია კოჭლაშვილი |
|
3 |
მორის პარკინაშვილი |
|
4 |
თია ძულიაშვილი |
|
5 |
მაია ღეჩუაშვილი |
|
6 |
დარეჯან წიფლავიშვილი |
|
7 |
ხათუნა გამხარაშვილი |
|
8 |
ნინო ახალაური |
|
9 |
ცირა ათანაშვილი |
დღის წესრიგი:
1. სასკოლო შინაგანაწესის გაცნობა;
2. სასკოლო სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებისათვის გაცნობა, გადაცემა და ხელმოწერებით დადასტურება;
3. მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება-განახლება;
4. განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა გაცდენა-დაგვიანების
შესახებ.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
კრება გახსნა კლასის დამრიგებელმა ნინო ბურჯანაძემ და სთხოვა მშობლებს დაესახელებინათ
კრების თავმჯდომარე და მდივანი.
კრების
თავჯდომარედ დასახელდა: ხათუნა გამხარაშვილი
მდივანი:
ცირა
ათანაშვილი
საკითხი
1.
მოისმინეს: კლასის დამრიგებლის ინფორმაცია სასკოლო შინაგანაწესის შესახებ.
კლასის დამრიგებელმა მშობლებს გააცნო
სკოლის შინაგანაწესი, კერძოდ: მშობლის უფლება-მოვალეობები. ასევე, ვრცლად ისაუბრა
მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, შინაგანეწესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი დამტკიცებულია
სამეურვეო საბჭოს მიერ და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. ასევე გააცნო მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ის მუხლები, სადაც საუბარია სკოლის მოსწავლის ჩაცმულობაზე და მუხლები დისციპლინარული დევნის შესახებ .
აზრი
გამოთქვა: თია ძულიაშვილმა, მან აღნიშნა, რომ დროული იყო
ამ ინფორმაციის გაცნობა. შინაგანაწესის
გათვალისწინება აუცილებელია როგორც მოსწავლეების, ასევე მშობლებისათვის
სასკოლო დისციპლინის შენარჩუნებისათვის. შინაგანაწესით დაცულია მოსწავლეთა
უფლებები და უსაფრთხოება, ასევე მშობელთა ჩართულობა ზრდის ორმხრივ თანამშრომლობას. შინაგანაწესის დაცვა ცალკეული მოსწავლის
მოვალეობაა.
კენჭი უყარეს
წარმოდგენილ საკითხს.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 9
წინააღმდეგი : 0
კრებამ დაადგინა: ცნობად იქნას მიღებული დამრიგებლის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
საკითხი 2. მოისმინეს: კლასის
ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო სახელმძღვანელოების მოვლის და შეფასების წესები.
შეახსენა უფლება-მოვალეობები და აუხსნა, რომ სახელმძღვანელოები მათ გადაეცემათ დროებით სარგებლობაში
და უნდა გაუფრთხილდნენ, რათა მომავალი სასწავლო წლისთვის წიგნები ვარგისი იყოს. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მოუწევთ ახალი სახელმძღვანელოების შეძენა.
აზრი გამოთქვა: მორის პარკინაშვილმა, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმძღვანელოების
გაფრთხილება, რადგან ის უნდა იყოს გამოყენებული მომდევნო კლასის მოსწავლეების მიერ
და თუ არ გაუფრთხილდებიან, დააზიანებენ ან დაკარგავენ, აღმოჩნდება, რომ შემდეგ კლასს
შეექმნება პრობლემა. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა
ყველამ უნდა გავიზიაროთ. კარგი იქნებოდა სისტემატური მონიტორინგი წიგნების მოვლა-პატრონობაზე.
კენჭი უყარეს წარმოდგენილ საკითხს
კენჭისყრის შედეგები:
წინააღმდეგი : 0
კრებამ
დაადგინა: ცნობად იქნას მიღებული დამრიგებლის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია სახლმძღვანელოების მოვლა-პატრონობაზე.
საკითხი 3. მოისმინეს:
კლასის დამრიგებლის ინფორმაცია მშობლების ჩართულობის შესახებ. მან გააცნო მშობლებთან ურთიერთობის სტრატეგიის
დებულება და აღნიშნა,
რომ სკოლის სასწავლო გეგმის პრიორიტეტია
მშობლების აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მათი შვილების ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური
აღზრდისა და
სადამრიგებლო
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მოსწავლეთა მშობლებისა და საგნის პედაგოგების აქტიური თანამშრომლობა. მშობლებთან ახლო კომუნიკაციის მიზნით საჭიროა
საკონტაქტო ბაზის განახლება, რაც ხელს შეუწყობს მშობელთა ინფორმირებულობას მოსწავლეთა
აკადამიური მოსწრებისა, დაგვიანების ან სკოლიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა, მშობელთა
აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა გაზრდის
მოსწავლეთა აქტივობას სასკოლო ცხოვრებაში.
აზრი გამოთქვა: ნინო ახალაურმა, მან აღნიშნა, რომ მშობლები კიდევ უფრო მეტად უნდა
იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურად
ითანამშრომლონ პედაგოგებთან და კლასის ხელმძღვანელთან, რაც თანამედროვე სკოლის
ერთ-ერთი გამოწვევაა. სწორედ სკოლისა და მშობლის ერთობლივი ძალისხმევაა მოზარდის აღზრადის
წინაპირობა.
კენჭი ეყარა დამრიგებლის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას მშობელთა ჩართულობის შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9
წინააღმდეგი : 0
კრებამ დაადგინა: ცნობად იქნას მიღებული მშობლებთან თანამშრომლობის დებულება.
საკითხი 4. მოისმინეს: კლასის დამრიგებელმა
მშობლებს გააცნო განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა გაცდენა-დაგვიანებების შესახებ:
„ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გიგზავნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილს (იხ. საფუძველი), რომელიც შეეხება მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობას ან/და დაგვიანებას საპატიო მიზეზის გარეშე.
როგორც თქვენთვის ცნობილია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესითა და პირობებით რეგულირდება მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანება საპატიო მიზეზის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეთანხმებისამებრ, თითოეულმა დამრიგებელმა დღის ბოლოს მანდატურსაც და დირექტორსაც /იმ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატური, სკოლის დირექტორს ან უფლებამოსილ პირს ელექტრონულად (მეილზე) ან/და მატერიალურად (ხელმოწერილი) უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დღის განმავლობაში დაფიქსირებული გაცდენებიდან რომელი იყო საპატიო. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მანდატური მხოლოდ არასაპატიო გაცდენებს დააფიქსირებს დარღვევის აღრიცხვის ფურცლით და მიაწვდის სკოლის დირექციას რეაგირებისათვის.
2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში რიგი სკოლების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ ხორციელდებოდა ან ხორციელდებოდა არასრულფასოვნად. ამდენად, გთხოვთ, უზრუნველყოთ მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის/დაგვიანების აღრიცხვის ვალდებულება განხორციელდეს ჯეროვნად“.
აზრი გამოთქვა: ლია კოჭლაშვილმა, მან აღნიშნა, რომ ინფორმაცის
მიწოდება მშობლებისათვის არის დროული. მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია,
იმყოფება თუ არა მათი შვილი სკოლაში და, პირიქით,
მშობელმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კლასის ხელმძღვანელს, რატომ აცდენს ან აგვიანებს
მათი შვილი სკოლაში.
კენჭი ეყარა დამრიგებლის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას გაცდენა-დაგვიანებების შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9
წინააღმდეგი : 0
კრებამ დაადგინა: ცნობად იქნას მიღებული განათლების სამინისტროს რეკომენდაციები
გაცდენა-დაგვიანებების შესახებ.
კრებაზე სხვა განსახილველი საკითხები არ წამოჭრილა.
დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოიწურვასთან დაკაშირებით, კრება დახურულად გამოცხადდა
დასრულების დრო: 16:20
სთ
თავმჯდომარე: /ხ.გამხარაშვილი/
მდივანი:
/ც.ათანაშვილი/
30.
09. 2022 წელი
Comments
Post a Comment